---
title: "მუხლი 15. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/15"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "15"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილისა და ცესკოს მდივნის არჩევის წესი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 15 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/15

1. ცესკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე.

2. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილეს, ცესკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ/საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ცესკოს წევრთაგან ირჩევს ცესკო.

3. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს ცესკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, ცესკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს ცესკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.

5. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის, ცესკოს მდივნის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ცესკოში მისი წევრობის ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/16.md
