---
title: "მუხლი 159. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/159"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "159"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 159. განმეორებითი და ხელახალი კენჭისყრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 159 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/159

1. თუ საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგები ბათილად იქნა ცნობილი, ცესკო ნიშნავს განმეორებით კენჭისყრას, რომელიც უნდა გაიმართოს კენჭისყრის დღიდან 2 კვირის ვადაში. განმეორებითი კენჭისყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში იმართება, თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრებად ასარჩევ შესაბამისი რაოდენობის კანდიდატთაგან ბოლო საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატისა და მომდევნო შედეგის მქონე კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ამ საარჩევნო უბნის ან გაბათილებული საარჩევნო უბნების ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე ნაკლებია.

2. განმეორებითი კენჭისყრის დროს საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აჯამებს ამ უბნის გაუთვალისწინებლად.

3. თუ საარჩევნო ოლქში ბათილად იქნა ცნობილი არჩევნები, 2 კვირის ვადაში იმართება ხელახალი კენჭისყრა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/158.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/160.md
