---
title: "მუხლი 163. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/163"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "163"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 163. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 163 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/163

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომ – თბილისის საკრებულო) არჩევნების ჩატარებისას გამოიყენება ამ კანონით დადგენილი ნორმები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თბილისის საკრებულოს არჩევნები არ ტარდება. თუ არჩევნების ვადა ემთხვევა საგანგებო ან საომარ მდგომარეობას, არჩევნები ტარდება ამ მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 60 დღისა.

3. თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისა და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

4. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევაადგილობრივი ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების ტერიტორიაზე, ხოლო 25 წევრი – პროპორციული საარჩევნო სისტემით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონების ტერიტორიული ერთეულების საზღვრებისა და ამომრჩევლების რაოდენობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 ივლისისა ცესკო განკარგულებით ქმნის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებს და ადგენს მათ საზღვრებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/162.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/164.md
