---
title: "მუხლი 164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/164"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "164"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 164. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 164 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/164

1. თბილისის საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ პარტიას, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატებს ამ კანონით განსაზღვრული საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციის შემთხვევაში.

2. პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში მონაწილეობისა და თბილისის საკრებულოს წევრის მანდატის მოპოვების უფლება აქვს მხოლოდ პარტიას.

3. თბილისის საკრებულოს ადგილობრივ ერთმანდატიან მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს. პირი შეიძლება წარდგენილ იქნეს მხოლოდ ერთ ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

4. თბილისის საკრებულოს არჩევნებში კანდიდატად წარდგენილი პირი არ შეიძლება იმავდროულად წარდგენილი იყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობისთვის.

5. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის სტატუსის მის თანამდებობრივ მდგომარეობასთან შეუთავსებლობა განისაზღვრება ამ კანონის 142-ე მუხლით. კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობაზე არ ვრცელდება ამ კანონის 130-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/163.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/165.md
