---
title: "მუხლი 165. პარტიული სიების წარდგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/165"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "165"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 165. პარტიული სიების წარდგენა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 165 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/165

1. პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევ თბილისის საკრებულოს წევრთა მანდატების მისაღებად პარტია პარტიულ სიებს ცესკოს წარუდგენს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 30 დღისა.

2. თბილისის საკრებულოს წევრებად პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევი კანდიდატების პარტიული სია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 50 და არაუმეტეს 100 კანდიდატისგან.

3. პარტიულ სიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარდგენილი კანდიდატი. ასეთ შემთხვევაში პარტიულ სიაში მიეთითება, რომ კანდიდატი წარდგენილია ერთმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/164.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/166.md
