---
title: "მუხლი 166. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/166"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "166"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 166. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 166 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/166

1. თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

2. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ არჩევნებში მონაწილე პარტიის მიერ პარტიულ სიაში დარჩენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში წარდგენილი თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

3. თბილისის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყების შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის მიერ თავისი კანდიდატურის პარტიული სიიდან მოხსნის შემთხვევაში მან სათანადო განცხადება უნდა წარუდგინოს ცესკოს. მისი კანდიდატურა პარტიული სიიდან მოიხსნება ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით.

4. ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციის, კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/165.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/167.md
