---
title: "მუხლი 173. მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/173"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "173"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 173. მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 173 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/173

1. პარტიას/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, რეგისტრაციის შემდეგ, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება მერობის კანდიდატის წარდგენის შესახებ.

2. მერობის კანდიდატს უფლება აქვს, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 16 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესები არ ვრცელდება არჩევნების მეორე ტურზე.

4. შესაბამისი საარჩევნო კომისია ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დაუყოვნებლივ აქვეყნებს ცნობას კანდიდატის რეგისტრაციის, აგრეთვე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/172.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/174.md
