---
title: "მუხლი 174. მერის არჩევნების შედეგების შეჯამება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/174"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "174"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 174. მერის არჩევნების შედეგების შეჯამება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 174 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/174

1. მერის არჩევნების შედეგებს აჯამებს და ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნების შედეგებს აჯამებენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები და ადგენს ცესკო.

2. მერის არჩევნებში არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი მიიღო. არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/173.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/175.md
