---
title: "მუხლი 179. სარეფერენდუმო საკითხები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/179"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "179"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 179. სარეფერენდუმო საკითხები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 179 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/179

1. რეფერენდუმი შეიძლება მოეწყოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული საკითხებისა და პრინციპების შესახებ.

2. არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება:
ა) კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად;
ბ) ამნისტიის ან შეწყალების გამო;
გ) საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების ან დენონსირების შესახებ;
დ) ისეთ საკითხზე, რომელიც ითვალისწინებს ადამიანის ძირითადი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/178.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/180.md
