---
title: "მუხლი 184. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/184"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "184"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 184. ხელმოწერების შეგროვების შედეგების განხილვა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 184 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/184

1. შევსებული ხელმოწერების ფურცლები ეგზავნება საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ადგენს შეჯამებულ მონაცემებს ხელმოწერების შეგროვების შედეგების შესახებ და ხელმოწერების ფურცლებთან ერთად უგზავნის ცესკოს რეგისტრაციის მოწმობის მიღების დღიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

2. ცესკო ამოწმებს შემოსულ მასალებს და, თუ მიიჩნევს, რომ ეს მასალები არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, თავის დასკვნასა და რეფერენდუმის მოწყობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს მასალების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

3. თუ დადგინდა, რომ მოქალაქემ 2-ჯერ ან მეტჯერ მოაწერა ხელი რეფერენდუმის მოწყობის შესახებ განცხადებას, მისი ყველა ხელმოწერა ბათილად ითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/183.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/185.md
