---
title: "მუხლი 31. საარჩევნო ოლქები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/31"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "31"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საარჩევნო ოლქები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 31 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/31

1. საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის საქართველოარის ერთიანი მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი.

2. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქები იქმნება და მათი საზღვრები, დასახელებები და ნომრები განისაზღვრება ამ კანონის შესაბამისად.

3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნებისთვის ყოველი მუნიციპალიტეტი ერთი საარჩევნო ოლქია.

4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებისთვის თბილისი არის ერთი საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილ საარჩევნო ოლქებს.

5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩასატარებელი არჩევნებისთვის იქმნება 10 საარჩევნო ოლქი:
ა) მთაწმინდის;
ბ) ვაკის;
გ) საბურთალოს;
დ) კრწანისის;
ე) ისნის;
ვ) სამგორის;
ზ) ჩუღურეთის;
თ) დიდუბის;
ი) ნაძალადევის;
კ) გლდანის.

6. არჩევნების დანიშვნის დღიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო ოლქების შესახებ ცნობას მათი საზღვრების მითითებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/32.md
