---
title: "მუხლი 38. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/38"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "38"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. ამომრჩეველთა სიების გამოქვეყნება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 38 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/38

1. საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია ამომრჩეველთა სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული წესი აღნიშნული სიების ამ კანონით დადგენილი წესით მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა, ხოლო გადასატანი საარჩევნო ყუთის სია – მისი შედგენისთანავე გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიისა და კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ სიებში ამ კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი მონაცემების შემოწმების საფუძველზე ამ სიებში გრაფაში „ფაქტობრივი მდგომარეობა“ იმ ამომრჩევლის გვარის გასწვრივ, რომელიც:
ა) სხვა სახელმწიფოში დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „საკონსულო აღრიცხვაზეა“;
ბ) იმყოფება სხვა სახელმწიფოში, მაგრამ არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აღინიშნება „იმყოფება უცხოეთში“;
გ) რეგისტრირებულია საზღვარგარეთ, აღინიშნება „რეგისტრირებულია საზღვარგარეთ“;
დ) იმყოფება საქართველოს თავდაცვის ძალებისა და შენაერთების წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში, აღინიშნება „სამხედრო სამსახურშია“;
ე) შეყვანილია ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, აღინიშნება „კომისიის წევრია“, „საავადმყოფოშია“ ან „პატიმრობაშია“;
ვ) შეყვანილია გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში, აღინიშნება „გადასატანი ყუთი“.
თავი V. საარჩევნო
სუბიექტების
რეგისტრაცია
და
მხარდამჭერთა
სიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/39.md
