---
title: "მუხლი 40. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/40"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "40"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 40 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/40

1. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი შედგება არანაკლებ 5 წევრისგან.

2. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სხვა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრი ან/და საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი.

3. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს მხოლოდ ერთი კანდიდატი.

4. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ამ მუხლის პირველი–მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ამ კანონის 39-ე მუხლით განსაზღვრული წესით ხარვეზის დადგენის საფუძველია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/41.md
