---
title: "მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/41"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "41"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. მხარდამჭერთა სიები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 41 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/41

1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს ცესკო.

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის:
ა) სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი;
დ) ხელმოწერის თარიღი;
ე) ხელმოწერა.

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/42.md
