---
title: "მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/5"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "5"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 5 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/5

1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის, სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).

2. სიტყვები − „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის მომდევნო დღიდან ათვლას.

3. სიტყვები − „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არაუადრეს/არაუგვიანეს მე-N/N-ე დღისა“ − გულისხმობს დღეების მითითებული დღის წინა დღიდან ათვლას.

4. ჩასატარებელი არჩევნებისთვის/რეფერენდუმისთვის ღონისძიებებისა და პროცედურების საწყისი ვადები აითვლება არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/6.md
