---
title: "მუხლი 59. არჩევნებისთვის / რეფერენდუმისთვის საჭირო ფულადი სახსრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/59"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "59"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 59. არჩევნებისთვის / რეფერენდუმისთვის საჭირო ფულადი სახსრები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 59 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/59

1. ცესკო კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 55 დღისა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ცესკოს მიერ მისთვის წარდგენილი გეგმის შესაბამისად, კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა უზრუნველყოფს არჩევნების/რეფერენდუმის მომზადებისა და ჩატარებისთვის განკუთვნილი ასიგნების გამოყოფას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცესკოს შესაბამის საბიუჯეტო პროგრამულ კოდზე.

3. საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესს დადგენილებით ადგენს ცესკო.

4. კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 45 დღისა ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიისთვის გამოყოფილ ფულად სახსრებს ჩარიცხავს მის მიმდინარე ანგარიშზე.

5. საოლქო საარჩევნო კომისია კენჭისყრიდან არაუგვიანეს 30-ე დღისა წყვეტს ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან ყოველგვარ ანგარიშსწორებას და თავის ანგარიშზე არსებულ ნაშთს 10 დღის ვადაში ჩარიცხავს სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე. ამ ნაშთის ჩარიცხვიდან 2 კვირის ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია ცესკოს წარუდგენს საფინანსო ანგარიშს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/60.md
