---
title: "მუხლი 6. არჩევნების / რეფერენდუმის / პლებისციტის დღე — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/6"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "6"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. არჩევნების / რეფერენდუმის / პლებისციტის დღე — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 6 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/6

1. საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით განსაზღვრულ დღეს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არჩევნების გარდა, სხვა არჩევნები/რეფერენდუმი/პლებისციტი შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს.

3. საერთო არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დღე უქმე დღეა. არჩევნების მეორე ტურის/შუალედური არჩევნების/მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნების დღე უქმე დღეა მხოლოდ შესაბამისი საარჩევნო ოლქის (ოლქების) სამოქმედო ტერიტორიაზე.
თავი II. საქართველოს
საარჩევნო
ადმინისტრაცია
და
მისი
უფლებამოსილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/7.md
