---
title: "მუხლი 77. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/77"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "77"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. საარჩევნო ოლქები/საარჩევნო უბნები — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 77 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/77

1. იმ საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამ მუხლის გათვალისწინებით განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. აღნიშნული საარჩევნო ოლქების/საარჩევნო უბნების ჩამონათვალი ისე უნდა განისაზღვროს, რომ ამ საარჩევნო ოლქებმა/საარჩევნო უბნებმა საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი მოიცვას.

2. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება:
ა) თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში;
გ) ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ იმ საარჩევნო უბანში, რომელიც ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საარჩევნო უბნებს არ განეკუთვნება.

3. არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არ ტარდება:
ა) გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანში;
ბ) ძნელად მისადგომ ადგილას შექმნილ საარჩევნო უბანში.

4. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, ამომრჩეველთა რაოდენობა 3 000-ს არ უნდა აღემატებოდეს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/78.md
