---
title: "მუხლი 81. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/81"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "81"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 81. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 81 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/81

1. იმ საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი აპარატი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით ციფრულ ფორმატში უნდა იქნეს გადაყვანილი.

2. ცესკო ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ მოწყობილობაზე არსებული საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ყველა ვერსიის ინტერნეტსივრცეში განთავსება საარჩევნო უბნების მიხედვით, კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსიის ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

3. საარჩევნო ბიულეტენების ციფრულ ფორმატში გადაყვანისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანილი საარჩევნო ბიულეტენების გამოქვეყნების წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით.
თავი XI. კენჭისყრისა
და
არჩევნების
შედეგების
შეჯამება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/80.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/82.md
