---
title: "მუხლი 88. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/88"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "88"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 88. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრება — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 88 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/88

1. საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საარჩევნო კომისიაში. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში გასაჩივრდეს ზემდგომ საარჩევნო კომისიაში ან სასამართლოში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2. არჩევნების მომწესრიგებელი ნორმისა და ამ ნორმის საფუძველზე ჩასატარებელი ან ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანისა და განხილვის ვადები და წესი განისაზღვრება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით.

3. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი, განცხადების/სარჩელის/საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების ვადა, აგრეთვე მოსარჩელეთა წრე განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული არჩევნების ჩატარებისას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გასაჩივრების ვადა და წესი განისაზღვრება ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/87.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/89.md
