---
title: "მუხლი 96. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/96"
law: "საქართველოს საარჩევნო კოდექსი"
article: "96"
identifier: "1253-IVმს-XIმპ"
adopted: "2025-12-17"
consolidated_as_of: "2026-10-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. წინასაარჩევნო მოწოდებებისა და მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა — საქართველოს საარჩევნო კოდექსი

> Text consolidated as of 2026-10-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 96 (consolidated as of 2026-10-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/96

1. ამ კანონით დადგენილი წესით წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტომასალებისა და სხვა მასალების გავრცელებისთვის ხელის შეშლა და მათი ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან მათი წინასაარჩევნო აგიტაციის გასაწევად გამოყენებისთვის ხელის შეშლა –
გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ, −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6720607-sakartvelos-saarchevno-kodeksi/97.md
