---
title: "მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/12"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/12

1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, მიმართოს საჯარო რეესტრს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად.

2. დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება ძალაშია მისი ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

3. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით.

4. წერილობითი შეთანხმება ბათილია, თუ ამ შეთანხმების შედეგად მყიდველის საკუთრებაში გადადის ის დებიტორული დავალიანება, რომელზეც ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/13.md
