---
title: "მუხლი 13. ფაქტორინგის სახეები — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/13"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. ფაქტორინგის სახეები — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/13

1. ფაქტორინგი შეიძლება გაფორმდეს რეგრესის უფლებით ან რეგრესის უფლების გარეშე.

2. ერთი და იმავე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილზე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს.

3. ფაქტორინგი შეიძლება მოიცავდეს:
ა) ერთფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორი მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი ფაქტორია;
ბ) ორფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორინგის მხარეები არიან საქართველოს რეზიდენტი ფაქტორი და საქართველოს არარეზიდენტი ფაქტორი.

4. ფაქტორინგის ერთ-ერთი სახეა რევერსიული ფაქტორინგი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/14.md
