---
title: "მუხლი 17. რევერსიული ფაქტორინგი — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/17"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. რევერსიული ფაქტორინგი — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/17

1. რევერსიული ფაქტორინგი არის ფაქტორინგის ერთ-ერთი სახე, რომლის ინიციატორია მოვალე. რევერსიული ფაქტორინგის განსახორციელებლად კრედიტორის წინასწარი წერილობითი თანხმობაა საჭირო.

2. რევერსიული ფაქტორინგის განხორციელების შედეგად ფაქტორს წარმოეშობა დებიტორული დავალიანების დაფარვის ვალდებულება მოვალის კრედიტორის მიმართ. ფაქტორი დებიტორულ დავალიანებას მოვალესა და კრედიტორს შორის დადებული წერილობითი გარიგებით განსაზღვრულ ვადაში ან ამ ვადის დადგომამდე ფარავს.

3. ამ კანონის დებულებები, რომლებიც ფაქტორინგს ეხება, ვრცელდება აგრეთვე რევერსიულ ფაქტორინგზე, თუ ეს დებულებები არ ეწინააღმდეგება რევერსიული ფაქტორინგის არსს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/18.md
