---
title: "მუხლი 22. ფაქტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/22"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. ფაქტორინგთან დაკავშირებული დოკუმენტაცია — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/22

ფაქტორინგის საფუძველზე მოთხოვნის დამთმობი მხარის ან მოვალის მიერ თითოეული დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემისას მოთხოვნის დამთმობი მხარე ან/და მოვალე  ფაქტორს მის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ფაქტორინგთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას, კერძოდ:
ა) დებიტორული დავალიანების არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტებს;
ბ) მოვალის მიმართ, ხოლო რევერსიული ფაქტორინგის შემთხვევაში − კრედიტორის მიმართ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) გაგზავნილი შეტყობინების ასლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/23.md
