---
title: "მუხლი 24. ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების დაფარვა — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/24"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. ფაქტორინგთან დაკავშირებული დებიტორული დავალიანების დაფარვა — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/24

1. ამ კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღების შემდეგ მოვალე ვალდებულია ფაქტორს აუნაზღაუროს მისთვის გადაცემული დებიტორული დავალიანება შესაბამისი ოდენობით, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში.

2. მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის მოთხოვნის დამთმობი მხარისთვის გადახდა არ აუქმებს მოვალის მიერ დებიტორული დავალიანების თანხის ფაქტორისთვის გადახდის ვალდებულებას, თუ ამ დავალიანების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ შეტყობინება მოვალეს აღნიშნული დავალიანების თანხის გადახდამდე ჩაჰბარდა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/25.md
