---
title: "მუხლი 29. დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული უფლებების გადასვლა — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/29"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29. დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული უფლებების გადასვლა — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/29

1. დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემისას მასზე გადადის ამ დავალიანების უზრუნველყოფის საშუალებები და შესაბამის მოთხოვნასთან დაკავშირებული სხვა უფლებები.

2. მოვალეს უფლება აქვს, ფაქტორს წარუდგინოს ყველა შესაგებელი, რომლებიც მას ჰქონდა მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის გადაცემის შესახებ შეტყობინების მიღებისას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ ძირითადი ხელშეკრულების მხარეები სხვაგვარად შეთანხმდნენ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/30.md
