---
title: "მუხლი 3. ფაქტორინგის ცნება — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/3"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ფაქტორინგის ცნება — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/3

1. ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა.

2. ფაქტორინგის მხარეები არიან მოთხოვნის დამთმობი მხარე და ფაქტორი.

3. ფაქტორინგის განხორციელებისა და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/4.md
