---
title: "მუხლი 5. ფაქტორინგის მხარეები — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/5"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ფაქტორინგის მხარეები — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/5

1. მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის.

2. ფაქტორი შეიძლება იყოს:
ა) კომერციული ბანკი;
ბ) მიკრობანკი;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
დ) ფაქტორინგული კომპანია.

3. ფაქტორინგის მხარეები ვალდებული არიან ფაქტორინგი ამ კანონის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/6.md
