---
title: "მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/7"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/7

1. ფაქტორინგულ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა:
ა) ფაქტორინგი;
ბ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება.

2. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან.

3. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან, გარდა თავად ფაქტორინგული კომპანიის პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა (მათ შორის, უცხო ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე.

4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას ნორმატიული აქტით დაუდგინოს მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი.

5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები დაუდგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/8.md
