---
title: "მუხლი 8. ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალი — ფაქტორინგის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/8"
law: "ფაქტორინგის შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 6825189"
adopted: "2026-04-01"
consolidated_as_of: "2026-04-06"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალი — ფაქტორინგის შესახებ

> Text consolidated as of 2026-04-06. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფაქტორინგის შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-04-06), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/8

1. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000  (სამასი ათას) ლარს. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია თავისი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.

2. ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს.

3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6825189-paktoringis-shesakheb/9.md
