---
title: "მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/11"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის სტატუსის შეუთავსებლობა თანამდებობრივ მდგომარეობასთან — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/11

1. უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციის შესახებ უსკოს თავმჯდომარისთვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მე -2 დღისა დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგნენ და გათავისუფლდნენ შემდეგი თანამდებობის პირები :
ა ) საქართველოს პრეზიდენტი ;
ბ ) საქართველოს პარლამენტის წევრები ( გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვე );
გ ) საქართველოს მინისტრები ( გარდა საქართველოს პრემიერ - მინისტრისა ), აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრები ( გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებისა ) და მათი მოადგილეები , სამთავრობო დაწესებულებათა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ( ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა ) ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები ;
დ ) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ;
ე ) გენერალური აუდიტორი და მისი მოადგილეები ;
ვ ) სახელმწიფო რწმუნებულები და მათი მოადგილეები ;
ზ ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების თავმჯდომარეები , მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოები – მერები ;
თ ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცრები ;
ი ) მოსამართლეები ;
კ ) საქართველოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე ;
ლ ) საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები ;
მ ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ;
ნ ) პროკურორები , მათი მოადგილეები , თანაშემწეები და გამომძიებლები ;
ო ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრები .

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს უსკოს თავმჯდომარეს . წინააღმდეგ შემთხვევაში პირს უარი ეთქმება უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე , ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება .
თავი II
უსკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები,
მათი უფლებამოსილებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/12.md
