---
title: "მუხლი 13. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/13"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "13"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 13 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/13

კომისიის მუშაობის წესი 1. საარჩევნო კომისიის მუშაობის წესი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონითა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით .

2. საარჩევნო კომისიის სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის მიერ ან მისი მოადგილის მოთხოვნით .

3. საარჩევნო კომისიის სხდომა უფლებამოსილია , თუ მას ესწრება საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა .

4. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობა არის საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ და ამ კანონის შესაბამისად არჩეულ კომისიის წევრთა რაოდენობისა და იმ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრთა რაოდენობის ჯამი , რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად მოპოვებული აქვთ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება . არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სრული შემადგენლობა არის ამ კანონის შესაბამისად უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ უსკოს წევრთა რაოდენობა.

5. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა ( თუ ამ კანონით უფრო მაღალი კვორუმი არ არის დადგენილი ), მაგრამ არანაკლებ საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა . საარჩევნო კომისია გადაწყვეტილებებს , რომლებიც ეხება ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების , მათ შორის , საარჩევნო ოლქის / საარჩევნო უბნის შედეგების , გაუქმებას , საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნასა და საარჩევნო ბიულეტენების გადათვლას , იღებს სხდომაზე დამსწრეთა არანაკლებ ორი მესამედით .

6. თუ უ სკომ თავის სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ მიიღო ის გადაწყვეტილება , რომლის მისაღებად უ სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერაა საჭირო , უ სკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება . ამ შემთხვევაში უ სკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს უ სკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა .

7. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის სხდომის თავმჯდომარის ხმა .

8. საარჩევნო კომისიის სხდომაზე საკადრო საკითხი წყდება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობით , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .

9. საარჩევნო კომისიის სხდომაზე დგება ოქმი , რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და საარჩევნო კომისიის მდივანი .

10. საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი ფორმდება სხდომიდან 1 დღის ვადაში .

11. საარჩევნო კომისიის წევრს , რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას , უფლება აქვს , წერილობით გამოთქვას განსხვავებული აზრი , რომელიც დაერთვება ოქმს . ამასთანავე , განსხვავებული აზრის მქონე წევრი ვალდებულია პატივი სცეს და დაემორჩილოს საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას . მას უფლება არა აქვს , თავისი ქმედებით / უმოქმედობით ხელი შეუშალოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებას .

12. საარჩევნო კომისია საარჩევნო დოკუმენტაციის მიღებას , გაცემასა და რეგისტრაციას ახორციელებს სამუშაო დღის 18 საათამდე , გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა .

13. განცხადების / საჩივრის მიღებისას საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალსა და განმცხადებლისთვის / მომჩივნისთვის გადაცემულ ცნობაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი და დრო . საარჩევნო კომისია განიხილავს განცხადებას / საჩივარს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას .

14. საარჩევნო კომისიისგან რაიმე საბუთის მიღებას განმცხადებელი სარეგისტრაციო ჟურნალში ხელმოწერით ადასტურებს .

15. საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ( მათ შორის , კომისიის წევრის ) საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია , რაც აღინიშნება სხდომის ოქმში . დამრღვევის საარჩევნო კომისიის სხდომიდან გაძევება გულისხმობს მის საარჩევნო კომისიის შენობიდან / კენჭისყრის შენობიდან გაძევებასაც . დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე . საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევის ადმინისტრაციის შენობიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას განკარგულებით იღებს კომისიის თავმჯდომარე , ხოლო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას დამრღვევის სხდომიდან გაძევების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია , რაც აღინიშნება სხდომის ოქმში .

16. თუ პირის საარჩევნო კომისიის სხდომიდან , კომისიის შენობიდან , კენჭისყრის შენობიდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით მიღების შემთხვევაში ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას , კომისიის თავმჯდომარე პოლიციას მიმართავს . პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება .

17. საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია შესაბამისი კომისიის წევრად დანიშვნის ( არჩევის ) დღიდან მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში .

18. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო ადმინისტრაციის / საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებში .

19. საოლქო / საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს , ხოლო თუ იგი არ ეთანხმება ოქმში შეტანილ მონაცემებს , უფლებამოსილია ეს მიუთითოს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის სათანადო გრაფაში და განსხვავებული აზრი წერილობით დაურთოს ოქმს . საოლქო / საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი განსხვავებული აზრის გამოთქმის შემთხვევაშიც ვალდებულია ხელი მოაწეროს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრის ხელმოწერისთვის განკუთვნილ სათანადო გრაფაში .

20. საარჩევნო კომისიის წევრი არ არის მისი დამნიშვნელი / ამრჩევი სუბიექტის წარმომადგენელი . იგი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას , კანონსა და შესაბამის კანონქვემდებარე აქტებს . საარჩევნო კომისიის წევრზე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით .

21. თუ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეს ერთდროულად ან კომისიის მდივანს დროებით არ შეუძლიათ ( არ შეუძლია ) ამ კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულება , ამავე კანონის თანახმად კი , ამ დროს შესასრულებელია ისეთი მოქმედება , რომელიც კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის განსაკუთრებულ უფლებამოსილებას მიეკუთვნება , კომისია თავისი შემადგენლობიდან შესაბამისი თანამდებობის პირების არჩევისთვის ამ კანონით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ირჩევს კომისიის თავმჯდომარის ან მდივნის მოვალეობის შემსრულებელს . კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება , როგორც კი კომისიის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას , ხოლო კომისიის მდივნის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება შეწყდება , როგორც კი კომისიის მდივანი შეძლებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას .

22. თუ საარჩევნო კომისიას არ ჰყავს არც თავმჯდომარე და არც თავმჯდომარის მოადგილე , კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად იწვევს და მის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის მდივანი , ხოლო თუ კომისიას არც მდივანი ჰყავს , კომისიის სხდომას იწვევს და კომისიის თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს კომისიის უხუცესი წევრი .

23. უ სკოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს უ სკოს თავმჯდომარის მოადგილე . უ სკოს თავმჯდომარისა და უ სკოს თავმჯდომარის მოადგილის ერთდროულად არყოფნის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს უ სკოს მდივანი . უ სკოს თავმჯდომარეს უფლება აქვს , უ სკოს თავმჯდომარის მოადგილეს ან უ სკოს მდივანს დაავალოს უ სკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება . სხვა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ან ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით აღნიშნული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს იმავე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე .

24. საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეს ( გარდა ამ კანონით დადგენილი წესით პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრისა ) ეზღუდება პარტიული საქმიანობა .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/14.md
