---
title: "მუხლი 15. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სამართლებრივი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/15"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სამართლებრივი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/15

აქტები 1. უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისების ს ა მა რთლებრივი აქტებია :
ა ) უსკოს დადგენილება და განკარგულება , უსკოს თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება , უსკოს მდივნის განკარგულება , უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ;
ბ ) საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება და განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განკარგულება , საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები ;
გ ) საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულება , საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულება , საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი .

2. უ სკოს დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი , რომლის მიღება შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში . დადგენილების მიღება შეიძლება ასევე გამონაკლის შემთხვევაში , არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე , თუ საჭირო გახდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა . დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს აგრეთვე ცალკეული საარჩევნო პროცედურების აღმწერი ინსტრუქცია , რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას .

3. აკრძალულია უ სკოს დადგენილების მიღება კენჭისყრის დღემდე ბოლო 4 დღის განმავლობაში .

4. უ სკოს დადგენილება მიღებულად ჩაითვლება , თუ მას მხარს დაუჭერს უ სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი , თუკი ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული . უ სკოს დადგენილებას ხელს აწერენ უ სკოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და უ სკოს მდივანი .

5. უ სკოს დადგენილება ძალაში შედის „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ გამოქვეყნებისთანავე , თუ იმავე დადგენილებით უფრო გვიანი ვადა არ არის განსაზღვრული . უ სკოს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მიღების მომენტიდან . უ სკოს დადგენილება მიღებიდან 24 საათის განმავლობაში უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა განთავსდეს .

6. საარჩევნო კომისიის , მისი თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის განკარგულებები , კენჭისყრის / არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმები არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები , რომლებიც მიიღება / გამოიცემა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, ამ კანონითა და უ სკოს დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში . საარჩევნო კომისიის განკარგულებას ხელს აწერენ კომისიის შესაბამისი სხდომის თავმჯდომარე და კომისიის მდივანი , ხოლო სხვა განკარგულებას ხელს აწერს მისი გამომცემი პირი . შემაჯამებელ ოქმებს ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი პირები . თუ ამ კანონით სხვა კვორუმი არ არის დადგენილი , საარჩევნო კომისიის განკარგულება მიღებულად ჩაითვლება , თუკი მას მხარს დაუჭერს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა , მაგრამ არანაკლებ კომისიის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა .

7. უ სკოს / საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება არის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი , რომელიც გამოიცემა შიდაუწყებრივ საკითხებთან , მათ შორის , საკადრო საკითხებთან , დაკავშირებით .

8. უ სკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებისა და მათი თანამდებობის პირების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულება სავალდებულოა შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის , საარჩევნო ოლქისა და საარჩევნო უბნის მთელ ტერიტორიაზე .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/16.md
