---
title: "მუხლი 16. შრომის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/16"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "16"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 16. შრომის — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/16

ანაზღაურება 1. საარჩევნო პერიოდში , უსკოს , საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს , ასევე უსკოს აპარატის თანამშრომლებს ეძლევათ თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა .

2. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებსა და ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების შედგენამდე ეძლევათ შრომის ანაზღაურება არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .

3. უ სკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირთა და წევრთა და უ სკოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უ სკო „ საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ “ საქართველოს კანონის შესაბამისად .

4. ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსკო უფლებამოსილია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების / ხელმძღვანელი პირებისათვის , ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების / ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირებისათვის გასცეს შრომის ანაზღაურება , არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .

5. გარდა ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა , საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს / ხელმძღვანელ პირებს არჩევნების დღემდე 30- ე დღიდან ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების / ხელმძღვანელი პირების სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელ პირებს ერთჯერადად ეძლევათ შრომის ანაზღაურება , არჩევნების ჩასატარებლად გამოყოფილი ფულადი სახსრებიდან .

6. საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებული უსკოს აპარატის , საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის , საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ანაზღაურება , აგრეთვე ამ კანონით გათვალისწინებული დროებითი / სპეციალური ჯგუფის წევრთა ანაზღაურება არ ექვემდებარება „ დაგროვებითი პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანების გადახდას .

7. უსკოს , საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა / ხელმძღვანელ პირთა , უსკოს აპარატის თანამშრომელთა , ასევე ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროექტების ა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა / ხელმძღვანელ პირთა სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსის განმახორციელებელი პირების შრომის ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს უსკო კანონმდებლობის შესაბამისად .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/17.md
