---
title: "მუხლი 17. საოლქო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/17"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "17"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. საოლქო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/17

და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები 1. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების დისციპლინური გადაცდომებია :
ა ) სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ;
ბ ) საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა ;
გ ) არასაპატიო მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობა ;
დ ) არასაპატიო მიზეზით შესაბამისი საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3- ჯერ გაცდენა ;
ე ) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობისა და შესაბამისი საარჩევნო კომისიის რეგლამენტის უხეშად დარღვევა ;
ვ ) კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის სავალდებულო ხელმოწერაზე უარის თქმა ;
ზ ) საარჩევნო ადმინისტრაციის / საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების , რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სწავლებებზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობა ;
თ ) ეთიკის ნორმების , ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა , რომელიც მიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციისკენ , მიუხედავად იმისა , სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ .

2. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მიმართ შესაბამისმა ზემდგომმა საარჩევნო კომისიამ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები :
ა ) შენიშვნა ;
ბ ) გაფრთხილება ;
გ ) თანამდებობრივი სარგოს / თანამდებობრივი სარგოს ნაწილის დაკავება ;
დ ) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ( გარდა პარტიის მიერ დანიშნული წევრისა ).

3. ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა .

4. საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისთვის შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია იყენებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესებს . საარჩევნო კომისიის წევრისთვის შეფარდებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური უნდა იყოს .

5. თუ საარჩევნო კომისიის წევრი გამოწვეულ იქნა ან მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა იმ პერიოდში , როდესაც სასამართლო ან საარჩევნო კომისია ამ წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით მის მიმართ სამართალწარმოებას ახორციელებს , უფლებამოსილი ორგანო ადასტურებს აღნიშნული წევრის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს , ხოლო ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისიის აღნიშნულ წევრზე ვრცელდება ამ კანონის მე -1 9 მუხლის მე -5 პუნქტის „ ბ “ ქვეპუნქტით , 2 6 - ე მუხლის მე - 9 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტითა და 30 - ე მუხლის მე -10 პუნქტის „ გ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები .

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების / საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში , გარდა ამ მუხლის მე -7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

7. კენჭისყრის დღემდე წარდგენილ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ განცხადებაზე / საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება ამ განცხადების / საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში .

8. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონედ ითვლება მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის განმავლობაში , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი − 2 წლის განმავლობაში .

9. შესაბამისი ზემდგომი საარჩევნო კომისია უფლებამოსილია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ვადაზე ადრე , ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს − დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობა . დისციპლინური პასუხისმგებლობა ვადაზე ადრე იხსნება იმავე წესით , რომლითაც მოხდა მისი დაკისრება .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/16.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/18.md
