---
title: "მუხლი 18. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/18"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/18

კომისიის წევრის / ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. უს კოს თავმჯდომარეს / წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება უმაღლესი საბჭოს დადგენილებით ( გარდა უს კოში ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიის მიერ დანიშნული წევრისა და ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა ), ხოლო საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს – ზემდგომი საარჩევნო კომისიის განკარგულებით ( გარდა ამ მუხლის მე -9 პუნქტითა და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა ):
ა ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა მისი არჩევის შემთხვევაში არჩევის დღიდან 7 დღის ვადაში არ შეწყვიტა საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა ან / და სამსახური ;
ბ ) თუ საარჩევნო კომისიის წევრმა დაიკავა ამ კანონით განსაზღვრული , საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა ;
გ ) თუ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო კომისიის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების ფაქტი ;
დ ) თუ გამოვლინდა , რომ საკონკურსოდ წარდგენილ დოკუმენტაციაში მითითებული მონაცემები არასწორია , – ამ ფაქტის გამოვლენის დღიდან ;
ე ) არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 თვის განმავლობაში უ სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის / წევრის უფლებამოსილების განუხორციელებლობის ან უ სკოს ან საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომის ზედიზედ 3- ჯერ გაცდენის შემთხვევაში ;
ვ ) თუ არსებობს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან თუ საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში ;
ზ ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის მიერ ამ კანონით დადგენილი წესით მისი გამოწვევისას – გამოწვევის შესახებ განცხადების წარდგენის შემთხვევაში ;
თ ) თუ გაუქმდა საარჩევნო კომისიის წევრის , როგორც ამომრჩევლის , სტატუსი ;
ი ) საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის , საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის სისტემატურად ან უხეშად დარღვევისას ან „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა , შესაბამისი საფუძვლის არსებობისას ;
კ ) საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელი პარტიის აკრძალვის შემთხვევაში .

2. საარჩევნო კომისიის წევრს იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის / დანიშვნის შემთხვევაში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება არჩევის / დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან , რასაც შესაბამისი საარჩევნო კომისია ცნობად იღებს და აფორმებს საარჩევნო კომისიის სხდომის საოქმო ჩანაწერით .

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ვ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საარჩევნო კომისიის არჩეულ / დანიშნულ წევრს უფლებამოსილება უწყდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის / სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე .

4. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის თანამდებობიდან გადადგომისას :
ა ) უ სკოს თავმჯდომარის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს ;
ბ ) უ სკოს თავმჯდომარის მოადგილის , უ სკოს მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება უ სკოს ;
გ ) საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის გადადგომის თაობაზე განცხადება წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას .

5. უ სკოს თავმჯდომარის , უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის მიერ უმაღლესი საბჭოსთვის გადადგომის თაობაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარის , არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტად ითვლება ამ განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღე .

6. უ სკოს თავმჯდომარის მოადგილე , უ სკოს მდივანი , საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თავმჯდომარის მოადგილე , კომისიის მდივანი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება შესაბამისი საარჩევნო კომისიის განკარგულებით .

7. უსკოს თავმჯდომარის, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს , რაც ფორმდება უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით . უ სკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში უ სკო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს , რაც ფორმდება უ სკოს სხდომის საოქმო ჩანაწერით .

8. აკრძალულია ერთი და იმავე საფუძვლით საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის თანამდებობიდან გადაყენების , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის 6 თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ დაყენება .

9. პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში დანიშნულ წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით ( გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ზ “ და „ კ “ ქვეპუნქტებისა და ამ კანონის 21-ე მუხლისა ) გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილება ვადამდე უწყდება სასამართლოს გადაწყვეტილებით .

10. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ - ერთი საფუძვლის არსებობისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილის , კომისიის მდივნის გადადგომის , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს და წყვეტს უმაღლესი საბჭო 15 დღის ვადაში ან უფლებამოსილი საარჩევნო კომისია 5 დღის ვადაში . გადაწყვეტილება მიიღება იმავე წესით , რომლითაც მოხდა აღნიშნული პირის არჩევა .

11. თუ გადადგომის / უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე განცხადება ამ მუხლით დადგენილ ვადაში არ დაკმაყოფილდა , საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე , თავმჯდომარის მოადგილე , კომისიის მდივანი თანამდებობიდან გადამდგარად ჩაითვლება , აგრეთვე საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება ავტომატურად , ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან .

12. აკრძალულია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევა კენჭისყრის დღემდე ბოლო 20 დღის განმავლობაში , კენჭისყრის დღეს და კენჭისყრის დღის მომდევნო დღეს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/19.md
