---
title: "მუხლი 19. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/19"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/19

შემადგენლობა , უსკოს არჩევითი წევრებისა და უსკოს თავმჯდომარის თანამდებობებზე განწესება 1. უსკო შედგება თავმჯდომარისა და 7 წევრისგან , ხოლო საარჩევნო პერიოდში , ასევე ამ კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნული დროებითი წევრებისგან . უსკოს არჩევით წევრებს შორის არიან უსკოს თავმჯდომარე , უსკოს თავმჯდომარის მოადგილე და უსკოს მდივანი . უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი . უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი , როგორც უსკოს წევრის , უფლებამოსილების შეწყვეტას .

2. უსკოს 7 წევრს ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს უმაღლესი საბჭო , ხოლო უსკოს არაუმეტეს 9 წევრს ამ კანონით დადგენილი წესით ნიშნავენ პარტიები .

3. უსკოს წევრობის კანდიდატს უმაღლეს საბჭოს ასარჩევად წარუდგენს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამ მუხლისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის შესაბამისად . უსკოს წევრობის კანდიდატი უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით შეირჩევა ღია კონკურსით .

4. უსკოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან , რომელიც არის უპარტიო , ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი , საარჩევნო სუბიექტი , საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ან რომელიმე პარტიის შემომწირველი , აქვს უმაღლესი განათლება , თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას , აკმაყოფილებს „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 27- ე მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი .

5. უსკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს / დაინიშნოს :
ა ) პირი , რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ;
ბ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან , – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში ;
გ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ;
დ ) ნასამართლევი პირი ;
ე ) საარჩევნო სუბიექტი / საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი , მისი წარმომადგენელი ;
ვ ) დამკვირვებელი .

6. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული უსკოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი . თუ უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი წევრი უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია , უსკოს მოქმედი წევრის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი წევრის არჩევამდე .

7. უსკოს თავმჯდომარეს უმაღლესი საბჭო ირჩევს უსკოს წევრის უმაღლესი საბჭოს მიერ არჩევისთვის ამ კანონითა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით . უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე -4 და მე -5 პუნქტების მოთხოვნებს .

8. უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი . თუ უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე უსკოს ახალი თავმჯდომარე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია , უსკოს მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა გრძელდება უსკოს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე .

9. უსკოს წევრის / უსკოს თავმჯდომარის არჩევის შესახებ უმაღლესი საბჭოს დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღეში წარედგინება უსკოს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/20.md
