---
title: "მუხლი 20. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/20"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "20"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 20. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/20

თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევის წესი 1. უსკოს თავმჯდომარეს ჰყავს 1 მოადგილე.

2. უსკოს თავმჯდომარის მოადგილეს, უსკოს მდივანს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, სახელობითი კენჭისყრით, უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ უსკოს წევრთაგან ირჩევს უსკო.

3. უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს უსკოს არანაკლებ 2 წევრს. ერთი და იმავე კანდიდატურის დასახელება შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

4. თუ უსკოს თავმჯდომარის მოადგილე, უსკოს მდივანი ვერ აირჩა, მის არჩევამდე აღნიშნული თანამდებობის პირის მოვალეობას ასრულებს უსკოს ის წევრი, რომელმაც არჩევისას ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო ხმათა თანაბრობის შემთხვევაში – მათგან წილისყრით გამოვლენილი პირი.

5. უსკოს თავმჯდომარის მოადგილის, უსკოს მდივნის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება უსკოში მისი წევრობის ვადით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/21.md
