---
title: "მუხლი 22. უსკოს უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/22"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "22"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 22. უსკოს უფლებამოსილება — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 22 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/22

1. უსკო :
ა ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე , აკონტროლებს საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და უზრუნველყოფს მის ერთგვაროვან გამოყენებას , ასევე საგანმანათლებლო პროექტების მომზადებასა და მის განხორციელებას ;
ბ ) გამონაკლის შემთხვევაში , თუ შეუძლებელი გახდა ამ კანონით დადგენილი გარკვეული მოთხოვნების შესრულება / ვადების დაცვა , უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს ჩასატარებელი არჩევნების / გასამართი კენჭისყრის საარჩევნო ღონისძიებები და ვადები ; აუცილებლობის შემთხვევაში , ამ კანონის შესაბამისად , საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადება არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნის თაობაზე ;
გ ) უფლებამოსილია აუცილებლობის შემთხვევაში , ამ კანონით გათვალისწინებულ საკითხთა გადასაწყვეტად , განკარგულებით , რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით , შექმნას სპეციალური ჯგუფი , განსაზღვროს მისი უფლებამოსილების ფარგლები და მოქმედების ვადა ;
დ ) ამ კანონით განსაზღვრული ვადების შესაბამისად განკარგულებით ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკს ;
ე ) ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად , განკარგულებით ქმნის საარჩევნო ოლქებს ან / და აზუსტებს მათ საზღვრებს ;
ვ) ამ კანონით დადგენილი წესით განიხილავს არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ;
ზ ) თუ ქვემდგომი საარჩევნო კომისია არ ან ვერ ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობას , უფლებამოსილია განკარგულებით , რომელიც მიიღება სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით , ამ კომისიას უფლებამოსილება შეუწყვიტოს და შექმნას დროებითი ჯგუფი , რომელსაც კომისიის ხელახლა შექმნამდე დაეკისრება მისი უფლებამოსილების განხორციელება ;
თ) საკუთარი ინიციატივით ან განცხადების / საჩივრის საფუძველზე , ამ კანონით საარჩევნო დავების განხილვისათვის დადგენილი წესით ამოწმებს საარჩევნო კომისიების , მათი თანამდებობის პირების გადაწყვეტილებებისა და აქტების კანონიერებას და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში განკარგულებით ბათილად ცნობს ან ცვლის მათ ; განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნისა და საარჩევნო ბიულეტენების / ამომრჩეველთა სიების ხელახლა დათვლის შესახებ . საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შემთხვევაში უსკომ ეს უნდა აცნობოს ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დამკვირვებელ ორგანიზაციას , რომელთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო ბიულეტენების დათვლას საარჩევნო უბანზე , და მათი სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების დასწრება ბიულეტენების ხელახლა დათვლის პროცესზე ;
ი) თუ ერთდროულად არ ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აწარმოებს საარჩევნო კომისიის შემდეგ წევრთა შესახებ მონაცემების ბაზას : რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ ; რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან ; რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ;
კ) პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისათვის მიკუთვნებული ნაწილის ( გვარი , სახელი ; ფოტოსურათი ; დაბადების თარიღი ; მისამართი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით ; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ; მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის , საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის და პირისთვის , რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით – ფაქტობრივი საცხოვრებლის მისამართი ; ამომრჩევლის ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი ) უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებ ისთვის ;
ლ) საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე , საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გათვალისწინებით ადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების (პარტიული სიებით) შედეგებს , რის თაობაზედაც დგება უსკოს არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმი ;
მ) უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული კენჭისყრის შედეგების კომპიუტერულ დამუშავებასა და დაუყოვნებლივ განთავსებას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე , ხოლო ამ პუნქტის „ თ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასაც ;
ნ) უზრუნველყოფს საინფორმაციო მასალის თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებასა და გავრცელებას ;
ო) წარმართავს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობას , პერიოდულად ისმენს მათ ანგარიშებს ;
პ) უმაღლესი საბჭოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57- ე დღისა განკარგულებით განსაზღვრავს ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებათა ჩამონათვალს ;
ჟ) უფლებამოსილია დადგენილებით განსაზღვროს არჩევნებში საარჩევნო სუბიექტების , დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და მათ მიერ დანიშნული დამკვირვებლების , მედიის წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით განაცხადების წარდგენის , საარჩევნო რეგისტრაციის / აკრედიტაციის ჩატარების , პარტიების / საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ელექტრონული საშუალებებით კომისიის წევრთა და წარმომადგენელთა დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენისა და რეგისტრაციის წესი და პირობები , აგრეთვე სხვა საარჩევნო პროცედურებთან ( გარდა კენჭისყრის დღის პროცედურებისა ) დაკავშირებული საკითხები ;
რ) განკარგულებით განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის უფლების მქონე ბრალდებულთა / მსჯავრდებულთა ინფორმირების პირობებსა და წესს ;
ს) განკარგულებით განსაზღვრავს საოლქო კომისიების დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობას და თანამდებობრივი სარგოების მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ;
ტ) განკარგულებით ადგენს საარჩევნო ბიულეტენების ფორმებს ; უმაღლესი საბჭოს არჩევნების ბიულეტენების ტექსტებს ; საარჩევნო ყუთების , საარჩევნო კონვერტებისა და საარჩევნო კომისიების ბეჭდების სახეებს ; ამ კანონით განუსაზღვრელი , მაგრამ არჩევნების ორგანიზებისთვის საჭირო საარჩევნო საბუთების სახეს ;
უ) განკარგულებით ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნებთან დაკავშირებული ხარჯების ანგარიშის ფორმას ;
ფ) განკარგულებით ადგენს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის უსკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების თანამშრომლების მიერ პირად საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებისა და მათი საწვავით უზრუნველყოფის წესს ;
ქ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს მომავალი წლის საბიუჯეტო განაცხადს ;
ღ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრატეგიულ და ყოველწლიურ სამოქმედო გეგმებს ;
ყ) განკარგულებით, უსკოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე ამტკიცებს უსკოს საშტატო ნუსხასა და ხარჯთაღრიცხვას ;
შ) განკარგულებით ნიშნავს ხელახალ არჩევნებს , განმეორებით კენჭისყრას ;
ჩ) განკარგულებით ირჩევს უსკოს წარმომადგენლებს , განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებ ებს ;
ც ) განკარგულებით ანიჭებს არჩევნების დამკვირვებლის სტატუსს ამ კანონში აღნიშნულ არასამეწარმეო ( არაკომერციულ ) იურიდიულ პირს , აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას , სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას , სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოთა წარმომადგენლების ჯგუფს ;
ძ) დადგენილებით განსაზღვრავს არჩევნების გამართვისათვის გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესს ;
წ) დადგენილებით განსაზღვრავს უსკოს წევრების შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს ;
ჭ) დადგენილებით განსაზღვრავს კენჭისყრის პროცედურებს ;
ხ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისა და საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების მიზნით დამკვირვებელ ორგანიზაციათა და დამკვირვებელთა რეგისტრაციის წესს ;
ჯ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლის რეგისტრაციისა და მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესს ;
ჰ) დადგენილებით განსაზღვრავს არასაარჩევნო პერიოდში უსკოს სხდომებზე დასწრებისა და უსკოს სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესს ;
ჰ 1 ) დადგენილებით იღებს უსკოს აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულებ ა ს ;
ჰ 2 ) დადგენილებით ამტკიცებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სპეციალური სწავლების წესსა და პირობებს ;
ჰ 3 ) დადგენილებით იღებს უსკოს რეგლამენტს;
ჰ 4 ) დადგენილებით ადგენს მხარდამჭერთა სიების შევსებისა და შემოწმების დამატებით წესს ;
ჰ 5 ) ანგარიშვალდებულია უმაღლესი საბჭოს წინაშე , რომელსაც წარუდგენს ანგარიშს უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 60 დღის ვადაში ;
ჰ 6 ) განკარგულებით ამტკიცებს უსკოს სტრუქტურას , ბეჭდის სახეს და ლოგოს ;
ჰ 7 ) საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში უსკო ცნობად იღებს ცესკოს ან / და ამ კანონის მე -1 2 მუხლის მე - 2 და მე - 3 პუნქტებით გათვალისწინებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული პროცედურების შესაბამისად , უმაღლესი საბჭოს არჩევნების ნაწილში გამოუსადეგარი , ვადაგასული საარჩევნო დოკუმენტაციის განადგურების შესახებ მიღებულ აქტს ;
ჰ 8 ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. უ სკოს ყველა დადგენილება ქვეყნდება „ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და შეიძლება გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებითაც . უ სკოს განკარგულება , რომელიც ეხება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ გ “, „ დ “, „ ზ “, „ თ “, „ შ “ და „ ც “ ქვეპუნქტებში აღნიშნულ საკითხებს , ქვეყნდება მიღებიდან 3 დღის ვადაში .

3. უ სკო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება უ სკოს უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ , ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გაუთვალისწინებელ საარჩევნო და სხვა პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზედაც .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/23.md
