---
title: "მუხლი 24. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/24"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "24"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 24. უსკოს — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 24 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/24

აპარატი 1. არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ , სამართლებრივ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს უსკოს აპარატი .

2. უსკოს აპარატის სტრუქტურა , საქმიანობის წესი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება უსკოს რეგლამენტით .

3. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის დადგენილი , დაუშვებელია აპარატის თანამშრომლად ისეთი პირის მიღება , რომელსაც არა აქვს საჯარო მოხელის სერტიფიკატი და ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი , გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა .

4. იმ სამსახურებისა და საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოხელეთა ჩამონათვალს , რომელთა საქმიანობაც პირდაპირ არ უკავშირდება საარჩევნო პროცედურებს და რომლებსაც არ მოეთხოვებათ ცესკოს მიერ მინიჭებული საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი , დადგენილებით განსაზღვრავს უსკო . საჯარო მოხელის სერტიფიკატი არ მოეთხოვება იმ პირს , რომელიც აკმაყოფილებს „ საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 29- ე მუხლის მე -2 პუნქტის მოთხოვნებს .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/23.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/25.md
