---
title: "მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/25"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საოლქო საარჩევნო კომისია — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/25

1. საოლქო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში შედის საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ თანახმად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე შექმნილი საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრი .

2. უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე -16 მუხლით დადგენილი წესით ნიშნავენ შესაბამისი პარტიები . საოლქო საარჩევნო კომისიის 3 წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ირჩევს უ სკო შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით , თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი .

3. საოლქო საარჩევნო კომისიის იმ წევრის უფლებამოსილების ვადა , რომელიც უ სკომ ამ მუხლის მე - 2 პუნქტის საფუძველზე , არჩევნების დანიშვნის შემდეგ აირჩია , განისაზღვრება მისი დანიშვნიდან შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით .

4. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის თაობაზე პარტიის გადაწყვეტილება უნდა წარედგინოს უ სკოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 7 კალენდარული დღის ვადაში .

5. პარტიას უფლება არა აქვს , გამოიწვიოს და დანიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში . პარტიას უფლება აქვს , კენჭისყრის დღემდე ბოლო 3 კვირის განმავლობაში საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრი დანიშნოს მხოლოდ დანიშნული წევრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში , აგრეთვე იმ შემთხვევაში , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუძლებელია პირის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის საქმიანობის განხორციელება .

6. უფლებამოსილი პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება , თუ :
ა ) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა . თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ კანონის 26-ე მუხლის მე - 9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს , უ სკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ სუბიექტს . შესწორებული საბუთები უ სკოს 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს ;
ბ ) აღმოჩნდა , რომ ეს პირი უს კოსთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია ;
გ ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 26-ე მუხლის მე - 9 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . ასეთ შემთხვევაში უ სკოს თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით , 1- დღიან ვადას საოლქო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/26.md
