---
title: "მუხლი 26. საოლქო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/26"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "26"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 26. საოლქო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/26

საარჩევნო კომისიის დროებით წევრთა დანიშვნის / არჩევის წესი 1 . საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ კანონის 2 5 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის შესაბამისად უ სკოს მიერ არჩეულ 3 წევრს და ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული პარტიების მიერ დანიშნულ წევრებს უფლებამოსილება უწყდებათ შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებისთანავე .

2. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრობის კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით .

3. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს უპარტიო , უმაღლესი განათლების მქონე პირი , რომელიც თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და რომელსაც აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი .

4. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლის ასაკიდან , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს . საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა :
ა) კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე ;
ბ ) ხელახალი კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში − კონკურსის გამოცხადებიდან 2 დღე .

5. საკონკურსოდ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს : კანდიდატის სახელი , გვარი ; განათლება ( უმაღლესი ); სპეციალობა , აკადემიური ( სამეცნიერო ) ხარისხი ( თუ აქვს ); მისამართი ( საქართველოს მოქალაქის პირადობის ( რეგისტრაციის ) მოწმობის მიხედვით ); სამუშაო ადგილი და თანამდებობა ; საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი ( თუ აქვს ); იმ საარჩევნო ოლქის ნომერი და დასახელება , სადაც მას სურს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობა . ამ განცხადებას ხელს უნდა აწერდეს კანდიდატი და მას უნდა ერთოდეს :
ა ) კანდიდატის 2 ფოტოსურათი ;
ბ ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი ;
გ ) უმაღლესი განათლების ( აგრეთვე აკადემიური ( სამეცნიერო ) ხარისხის ( თუ აქვს )) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი ;
დ ) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი ;
ე ) კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების ( თუ აქვს ) აღწერა .

6. თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , უ სკოს თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) კანდიდატს . შესწორებული საბუთები უ სკოს უნდა დაუბრუნდეს ა რაუგვიანეს რეგისტრაციის ბოლო დღისა .

7. უ სკო საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს კანდიდატთა სიას .

8. უ სკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით . თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი . არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს უ სკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი . თუ ამ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა , არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები . თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა , ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად . თუ გამარჯვებული ისევ ვერ გამოვლინდა , იგი წილისყრით განისაზღვრება . თუ ამ პუნქტით დადგენილი წესით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ვერ აირჩა , კანდიდატებს კენჭი ხელახლა ეყრებათ . ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს უ სკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა . თუ ყველა ვაკანსია კვლავ არ შეივსო , დარჩენილ ვაკანსიაზე კონკურსი თავიდან ცხადდება .

9. საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად ( წევრებად ) არ შეიძლება აირჩეს ( აირჩნენ )/ დაინიშნოს ( დაინიშნონ ):
ა ) პირი , რომელსაც საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენის დღისთვის 21 წელი არ შესრულებია ;
ბ ) პირი , რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი ;
გ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან , – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში ;
დ ) პირი , რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად , – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში ;
ე ) ნასამართლევი პირი ;
ვ ) საქართველოს პარლამენტის წევრი , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები ;
ზ ) საქართველოს პრემიერ - მინისტრი , საქართველოს მთავრობის სხვა წევრი , მისი მოადგილე , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელები , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა სხვა წევრები , მათი მოადგილეები ;
თ ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრი , მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი , მისი მოადგილე , სახელმწიფო რწმუნებული ;
ი ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი , მისი მოადგილე , საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი , მისი მოადგილე , საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი , მისი მოადგილე ;
კ ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების , სამინისტროს დეპარტამენტის , სამმართველოს , საჯარო სამართლის იურიდიული პირის ( გარდა საგანმანათლებლო , სამეცნიერო , კვლევითი , სასპორტო საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა ) ხელმძღვანელი ;
ლ ) სამხედრო მოსამსახურე , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს , საქართველოს თავდაცვის სამინისტროს , საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის , ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის , საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის , სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის , საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოსამსახურე ;
მ ) მოსამართლე , მისი თანაშემწე ;
ნ ) პროკურატურის თანამშრომელი ;
ო ) პირი , რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო / არის პარტიის ხელმძღვანელი პირი ;
პ ) პირი , რომელიც არჩევნების დანიშვნიდან იყო / არის საარჩევნო სუბიექტი / საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან / და მისი წარმომადგენელი ;
ჟ ) დამკვირვებელი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი , დამკვირვებელი ;
რ ) შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების წარმომადგენელი .

10. ამ მუხლის მე - 9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა , საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრად ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი , რომელიც :
ა ) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმეს დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი , საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი ;
ბ ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიის შემომწირველი .

11. ამ კანონის 2 5 - ე მუხლის მე - 2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად შეიძლება აირჩეს / დაინიშნოს საჯარო მოსამსახურე ( გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ ვ “−„ ნ “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირისა ). მასზე არ გავრცელდება „ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნები თანამდებობრივი შეუთავსებლობის შესახებ . საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის / დანიშვნის შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში უჩერდება უფლებამოსილება მუდმივ სამუშაო ადგილას , რისთვისაც მას კანონით დადგენილი წესით ეძლევა ანაზღაურებისგარეშე შვებულება ან კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება საკუთარი მოთხოვნის შესაბამისად .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/25.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/27.md
