---
title: "მუხლი 3. არჩევნების — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/3"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. არჩევნების — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/3

ჩატარების ძირითადი პრინციპები უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარების ძირითადი პრინციპებია :
ა ) არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო უფლება :
ა . ა ) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს არჩევნების დღისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს , რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “, ამ კანონით დადგენილ პირობებს , გარდა იმ პირებისა , რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება ;
ა . ბ ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს , რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს , გარდა იმ პირებისა , რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ , „ ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონითა და „ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ “ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება ;
ა . გ ) არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვს საქართველოს მოქალაქეს , რომელიც სასამართლოს განაჩენით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად და მოთავსებულია შესაბამის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ;
ბ ) თანასწორი საარჩევნო უფლება :
ბ . ა ) არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ ;
ბ . ბ ) ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყველა ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს ;
გ ) პირდაპირი საარჩევნო უფლება :
გ . ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნები პირდაპირია ;
გ . ბ ) უმაღლესი საბჭოს წევრს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ ;
დ ) კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა :
დ . ა ) უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით ;
დ.ბ) აკრძალულია ამომრჩევლის იძულება, დაშინება და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. აღნიშნული ქმედება იწვევს დამრღვევისთვის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/4.md
