---
title: "მუხლი 31. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/31"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "31"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 31. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/31

საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევა / დანიშვნა 1. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს მორიგი არჩევნებისთვის ირჩევს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 46- ე დღისა , ხოლო რიგგარეშე არჩევნებისთვის − არაუადრეს 50- ე დღისა და არაუგვიანეს 46- ე დღისა . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევამდე შესაბამის კანდიდატთა სია ქვეყნდება უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე . გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩევიან არჩევნების დღემდე არაუადრეს მე -11 დღისა და არაუგვიანეს მე -10 დღისა .

2. ამ კანონის 30 - ე მუხლის მე -6 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ წარედგინება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე არაუადრეს 45- ე დღისა და არაუგვიანეს მე -40 დღისა , გადაწყვეტილება გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ – არჩევნების დღემდე არაუადრეს მე -14 დღისა და არაუგვიანეს მე -10 დღისა .

3. თუ საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლების მქონე პარტია ამ კანონით დადგენილ ვადაში არ გამოიყენებს ამ უფლებას , ის კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში .

4. შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29- ე დღისა , გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სიას – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -5 დღისა .

5. თუ არჩევნების დღემდე 30- ე დღისთვის , გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისთვის – არჩევნების დღემდე მე -8 დღისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა , ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას უფლება აქვს , საუბნო საარჩევნო კომისიის გამოკლებული წევრების ადგილზე 3 დღის ვადაში აირჩიოს კომისიის წევრები კონკურსში მონაწილე კანდიდატთაგან ან ხელახლა გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე .

6. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს , საკონკურსო პირობებს , ვადებს და აღნიშნულ წევრთა არჩევის წესს განკარგულებით ადგენს უ სკო .

7. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის გამოწვევისა და მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის შესახებ უფლებამოსილი პარტიის გადაწყვეტილება წარედგინება შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიასა და ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას .

8. თუ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემდეგ მისი ადგილმონაცვლის დანიშვნის უფლების მქონე პარტიამ არ გამოიყენა ეს უფლება , აგრეთვე, თუ საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და ამის გამო კომისიის შემადგენლობაში დადგენილზე ნაკლები რაოდენობის წევრი აღმოჩნდა , მისი შემადგენლობის შესავსებად კომისიის წევრის ახალი კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 5 დღეში არჩევის უფლება აქვს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას . ასეთ შემთხვევაში პარტია კარგავს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის ხელახლა დანიშვნის უფლებას იმავე არჩევნების საარჩევნო პერიოდში .

9. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ირჩევს სახელობითი კენჭისყრით . თითოეულ კანდიდატს ცალკე ეყრება კენჭი . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი , იმ პირობით , რომ მას მხარი დაუჭირა , მათ შორის , ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეულმა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის 3- მა წევრმა მაინც . თუ კანდიდატთა რაოდენობა ასარჩევ რაოდენობაზე მეტი აღმოჩნდა , არჩეულებად ჩაითვლებიან მათ შორის უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატები . თუ კანდიდატების მიერ მიღებულ ხმათა თანაბრობის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა , ამ კანდიდატებს დაუყოვნებლივ ეყრებათ კენჭი მათ შორის გამარჯვებულის გამოსავლენად . ხელახალი კენჭისყრისას არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი , რომელსაც მხარს დაუჭერს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა . თუ გამარჯვებული კვლავ ვერ გამოვლინდა , იგი წილისყრით განისაზღვრება . თუ ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო , გადაწყვეტილებას იღებს უ სკო .

10. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევის / დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩეული / დანიშნული პირის სახელი და გვარი , აგრეთვე იმ საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი , რომლის წევრადაც აირჩა / დაინიშნა იგი . საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის შესახებ პარტიის გადაწყვეტილებაში მიეთითება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საკონტაქტო მისამართი და ტელეფონის ნომერი . ამ გადაწყვეტილებას თან ერთვის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად დანიშნული პირის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი და ამ პირის თანხმობა .

11. უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არ ჩაითვლება , თუ :
ა ) დაირღვა ამ მუხლით განსაზღვრული საბუთების წარდგენის ვადა ;
ბ ) წარდგენილი საბუთები არასრულია ან არაზუსტია და აღნიშნულ საბუთებში არსებული ხარვეზები ამ პუნქტით დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრა . თუ წარდგენილი საბუთები არ შეესაბამება ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს , შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ ( შეუსაბამობის მითითებით ) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის დამნიშვნელ / ამრჩევ სუბიექტს . შესწორებული საბუთები საოლქო საარჩევნო კომისიას 3 დღეში უნდა დაუბრუნდეს ;
გ ) აღმოჩნდა , რომ ეს პირი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის მისი წარდგენის მომენტისთვის იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია ;
დ ) წარდგენილი პირი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 30 - ე მუხლის მე -10 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს . ასეთ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილ პარტიას 2 დღის ვადაში აცნობებს ამის შესახებ და აძლევს დამატებით , 1- დღიან ვადას საუბნო საარჩევნო კომისიის ახალი წევრის წარსადგენად .

12. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უფლებამოსილება უწყდება მისი ადგილმონაცვლე კომისიის წევრის არჩევისთანავე .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/32.md
