---
title: "მუხლი 33. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/33"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/33

საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება 1. საუბნო საარჩევნო კომისია :
ა ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში საარჩევნო უბანში უზრუნველყოფს არჩევნების გამართვას , საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას , კენჭისყრის დროს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვას , ამომრჩეველთა , წარმომადგენელთა და დამკვირვებელთა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით გარანტირებული უფლებების გამოყენებასა და დაცვას ;
ბ ) ამოწმებს ამომრჩეველთა სიების სისწორეს , განიხილავს სიებთან დაკავშირებულ პრეტენზიებს და შეცდომების ან უზუსტობების აღმოჩენის შემთხვევაში არაუგვიანეს მომდევნო დღისა მიმართავს ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას სიებში ცვლილების შეტანის წინადადებით ;
გ ) ამომრჩეველთა განცხადებებისა და განაცხადების საფუძველზე ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას ;
დ ) ადგენს კენჭისყრის შედეგებს საარჩევნო უბანში , რის თაობაზედაც დგება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი ;
ე ) უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ზემდგომი საოლქო საარჩევნო კომისიის წინაშე დასვას საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის საკითხი ;
ვ ) პასუხისმგებელია საარჩევნო უბანში საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის განთავსებისთვის , იმ ადგილის სათანადოდ მომზადებისთვის , სადაც იმართება კენჭისყრა და ითვლება საარჩევნო ბიულეტენები ; უზრუნველყოფს საარჩევნო უბანში წესრიგის დაცვას ;
ზ ) კენჭისყრის დღეს განიხილავს საარჩევნო პროცესსა და კენჭისყრის მომზადებასთან დაკავშირებულ განცხადებებსა და საჩივრებს და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში იღებს სათანადო გადაწყვეტილებას ;
თ ) უზრუნველყოფს კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა საარჩევნო უფლებების უპირობო განხორციელებას და ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მათი დაცვისთვის ;
ი ) აუქმებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის , კენჭისყრის შეჩერების , ჩაკეტვის შემდეგ კენჭისყრის შენობის გახსნის , კენჭისყრის გაგრძელების შესახებ ;
კ ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. საუბნო საარჩევნო კომისიისა და მისი თავმჯდომარის ყველა განკარგულება მეორე დღესვე განთავსდება საარჩევნო უბანში .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/34.md
