---
title: "მუხლი 34. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/34"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34. საუბნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/34

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის , თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის მდივნის უფლებამოსილებები 1. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე :
ა ) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში ;
ბ ) უძღვება საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომას ;
გ ) იღებს და ანაწილებს საუბნო საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას ;
დ ) პირადად აგებს პასუხს საარჩევნო ბიულეტენების , სპეციალური კონვერტების , საუბნო საარჩევნო კომისიის ბეჭდების , კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და სხვა საარჩევნო საბუთების შენახვისა და დანიშნულებისამებრ გაცემისთვის ;
ე ) საარჩევნო ადმინისტრაციის რეგლამენტის შესაბამისად დავალებას აძლევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს , კომისიის მდივანს , კომისიის სხვა წევრებს ;
ვ ) კენჭისყრის დღეს ორგანიზებას უწევს კომისიის წევრებს შორის ფუნქციათა წილისყრით განაწილებას ;
ზ ) პასუხისმგებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წესრიგის დაცვისთვის ;
თ ) ვალდებულია კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირები კენჭისყრის შენობაში არ დაუშვას შესაბამისი სამკერდე ნიშნის გარეშე ;
ი ) კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა საარჩევნო საბუთს ;
კ ) ახორციელებს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .

2. საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე :
ა ) ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას , თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება ;
ბ ) საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ უფლებამოსილებებს ( განკარგულებით ზუსტად უნდა განისაზღვროს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და ვადა ).

3. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი :
ა ) ამზადებს საუბნო საარჩევნო კომისიის განკარგულებათა პროექტებს ;
ბ ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის ;
გ ) ადგენს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომათა ოქმებს , მათ შორის , კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებს ;
დ ) ახორციელებს ამ კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს .
თავი III
საარჩევნო ოლქები და საარჩევნო უბნები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/35.md
