---
title: "მუხლი 36. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/36"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. საარჩევნო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/36

უბნები 1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად .

2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1 500 ამომრჩევლისთვის , გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტითა და ამ კანონის 7 1 - ე მუხლის მე - 6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა . საარჩევნო უბნებს ქმნის , აგრეთვე მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას საარჩევნო უბნების საზღვრების მითითებით . საოლქო საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე ადგენს და აზუსტებს საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა - ნაგებობის ნუსხასა და მისამართებს , აგრეთვე იმ შენობა - ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს , რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციამ შეიძლება საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენოს . უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 40 დღისა .

3. იმ საარჩევნო უბანზე , სადაც ხმას აძლევენ ამ კანონის 3 8 - ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამომრჩევლები , ამომრჩეველთა რაოდენობა 2000- ს არ უნდა აღემატებოდეს .

4. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა - ნაგებობის მისამართების მითითებით ( არსებობის შემთხვევაში ) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში .

5. გამონაკლის შემთხვევებში ( პენიტენციური დაწესებულება , საავადმყოფო , სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება , სათნოების სახლი , მიუსაფართა თავშესაფარი , შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი , სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება , რომელშიც 50- ზე მეტი ამომრჩეველია ) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე -15 დღისა . ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება , რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50- ს არ აღემატება , საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს .

6. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს , აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე , ამ მუხლის მე -2 პუნქტში აღნიშნულ შენობა - ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50- ე დღისა , თვითმმართველი ქალაქის / თვითმმართველი თემის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე . საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ ქვეყნდება .

7. აკრძალულია ამ კანონის 3 8 - ე მუხლის პირველი პუნქტის „ ე “ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისთვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა , გარდა ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა .

8. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა , ხოლო ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში უ სკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს , საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს , საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს .

9. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საარჩევნო უბნები , მათი საზღვრები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრულ საერთო არჩევნებისთვის შექმნილ საარჩევნო უბნებს .
თავი IV
ამომრჩეველთა სიები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/37.md
