---
title: "მუხლი 37. ამომრჩეველთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/37"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "37"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ამომრჩეველთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/37

ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი 1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიანი სია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტიური საარჩევნო უფლების მქონე , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა სია , რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით .

2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები :
ა ) გვარი , სახელი ;
ბ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი );
გ ) მისამართი ( საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით , რომელიც მოიცავს აგრეთვე საზღვარგარეთ რეგისტრაციის ადგილს );
დ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ;
ე ) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი ( საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის , მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირის , საზღვარგარეთ რეგისტრირებული პირის , საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირის , აგრეთვე იმ პირის შემთხვევაში , რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით , მიეთითება დროებითი საცხოვრებლის მისამართი . სხვა სახელმწიფოში მყოფი პირის შემთხვევაში აღინიშნება „ საკონსულო აღრიცხვაზეა “ ( ეს ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი ), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „ იმყოფება უცხოეთში “);
ვ ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი ;
ზ ) ფოტოსურათი ( სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრული ფორმატით );
თ ) სქესი .

3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები , როგორც წესი , შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი , თუ მისი რეგისტრაციის მისამართი , საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით , საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა , ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიყვანება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით .

4. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ შესაბამისად . საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ დადგენილი წესის მიხედვით .

5. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას , ამ კანონის 51 - ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას ( ხოლო არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნების დროს რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას ), ამომრჩეველს უფლება აქვს , გაეცნოს უს კოსა და საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას . ამომრჩეველს უფლება აქვს , მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -18 დღისა , ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა . მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .

6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ( ფოტოსურათებიანი ) ვერსია ამ მუხლის მე - 5 პუნქტით განსაზღვრულ პირს მხოლოდ ელექტრონული სახით გადაეცემა . უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი უნდა წარუდგინოს .

7. საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს . შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 2 დღის ვადაში , მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -16 დღისა . ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში / ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ ამ კომისიის განკარგულება დასაბუთებული უნდა იყოს და მისი გამოცემის მომდევნო დღიდან , მოთხოვნისთანავე უნდა გადაეცეს განმცხადებელს .

8. ამ მუხლის მე - 7 პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისთვის , საოლქო საარჩევნო კომისიის მიმართვის შემთხვევაში სააგენტო / საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან / და მისი ტერიტორიული ორგანოები ვალდებულია ( ვალდებული არიან ) საოლქო საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ( მიაწოდონ ) შესაბამისი ინფორმაცია .

9. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში / ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება 2 დღის ვადაში გადაეცემა უ სკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას .

10. ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში / ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ / საქალაქო სასამართლოში . სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში , მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -13 დღისა , უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას , რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს უ სკოს და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას . საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებში / ამომრჩეველთა სიებში .

11. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30- ე დღიდან გადაეცემა ცესკოს და უ სკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია , არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე -2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო , საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები , ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები . ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ( ფოტოსურათების გარეშე ) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას .

12. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს , რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია , განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების ( საქართველოს მოქალაქის პასპორტში ჩანაწერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ , ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან , ცნობა პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით . ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში , ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ . უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს . თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას კენჭისყრის დღეს მიმართავს , მას შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში გაატარებს და დოკუმენტების ფოტოასლებს ამომრჩეველთა სიებს დაურთავს .

13. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში , გარდა ამ მუხლის მე -1 2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა , ხოლო არჩევნების დღემდე მე -15 დღიდან მე -12 დღემდე სიებში ცვლილება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიტანება .

14. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ , კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე -5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას . უსკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოველ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ .

15. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით ,, საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები , საქართველოს ორგანული კანონით „ საქართველოს საარჩევნო კოდექსი “ განსაზღვრული საერთო არჩევნებისთვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში , წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სიას .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/38.md
