---
title: "მუხლი 43. მხარდამჭერთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/43"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ"
article: "43"
identifier: "matsne 6851876"
adopted: "2026-04-30"
consolidated_as_of: "2026-05-01"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. მხარდამჭერთა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

> Text consolidated as of 2026-05-01. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-05-01), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/43

სიები 1. საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივ ის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ .

2. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ნიმუშს განკარგულებით ადგენს უსკო .

3. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის :
ა ) სახელი და გვარი ;
ბ ) დაბადების თარიღი ( რიცხვი , თვე , წელი );
გ ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი ;
დ ) ხელმოწერის თარიღი ;
ე ) ხელმოწერა .

4. მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისათვის პასუხისმგებელი პირის სახელი , გვარი , პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი , აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი დ ა ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით .

5. მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება , რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი .

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6851876-acharis-avtonomiuri-respublikis-umaghlesi-sabchos-archevnebis-shesakhe/44.md
